Thursday, April 12, 2012

სიახლეები

ბრავო რექორდსი“ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებს სიურპრიზს ჰპირდება. ამ სიურპრიზის შესახებ „პრაიმტაიმმა“ „ბრავო რექორდსის“ ვებგვერდიდან შეიტყო (www.bravorecords.ge), ზაზა შენგელიასაც დაუკავშირდა და ცოტათი გააკვირვა კიდეც, – თქვენი ყურადღების მიღმა არაფერი რჩება, ეს ინფორმაცია სულ რაღაც ნახევარი საათის წინ განვათავსეთო. ინფორმაცია კი უპრეცედენტო პროექტს ეხება, რომლის განხორციელებაც მარტში იგეგმება. მარტის დასაწყისში თბილისში ამერიკული პოპმუსიკის ამომავალი ვარსკვლავი - დეჯა გომესი ჩამოფრინდება. ის ცოცხალი ლეგენდის სტივი უანდერის ბექვოკალისტია. დეჯა გომესთან ერთად კი დუეტს ქართველი ვარსკვლავი სოფო ნიჟარაძე ჩაწერს.  სოფო ნიჟარაძე: „ბრავო რექორდსთან“ ერთად 2-დისკიან ალბომზე ვმუშაობ, ერთ CD-ზე ქართული, მეორეზე კი უცხოური სინგლები ჩაიწერება. ალბომის გამოცემას შემოდგომაზე ვგეგმავთ. ჩემი და დეჯას დუეტი სწორედ უცხოური დისკისთვის არის განკუთვნილი, რომლის ძირითადი ნაწილი შვედეთში ჩაიწერა. ქართულ ალბომში როგორც უკვე ცნობილი ჰიტები, ასევე სპეციალურად ჩემთვის შექმნილი ახალი სიმღერები შევა. ამ ალბომს მთლიანად „ბრავო რექორდსში“ ჩავწერ. დეჯასთან დუეტი საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისა და ამერიკულ მუსიკალურ ბაზარზე გასვლის უნიკალური მაგალითია.ვრცლად
მომღერალი საქართველოში 5-6 დღით დარჩება, ეს დღები კი საკმაოდ დატვირთული იქნება. მის განრიგშია „ბრავო რექორდსში“ სიმღერის ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, კლიპის გადაღება და პრესკონფერენცია. ყოველივეს სათავე კი ის გენიალური მუსიკაა, რომელიც ქალბატონმა რუსა მორჩილაძემ დეჯასთვის და სოფოსთვის შექმნა. ასე რომ, დეჯას ალბომში შესაძლოა, სტივ უანდერთან ერთად რუსა მორჩილაძის სიმღერაც მოხვდეს. რუსას საერთოდ თავის მიღწევებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ სჩვევია, თუმცა ფაქტია, რომ მისი მუსიკა ამერიკაში მოიწონეს და სამადლობელო წერილიც კი გამოგზავნეს.   ვრცლად
ამერიკელებსა და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებას ნებისმიერ საკითხთთან დაკავშირებით ბიბი კვაჭაძე  აწარმოებს. ის არის კოორდინატორი, რომელიც ყველა დეტალს აგვარებს.
 ბიბი კვაჭაძე: „ძალიან კარგი დუეტი და საერთაშორისო დონის ჰიტი შეიქმნება. ეს არის ორი დივას დუეტი. ეს არ იქნება დისკოს სტილში, როცა ჰიტს ამბობენ, ჰგონიათ, რომ მაინცდამაინც პაპსა უნდა იყოს. ეს არის ძალიან მელოდიური და თბილი სიმღერა, რომლის ტექსტის ავტორი ამერიკელია. ამ სიმღერის არანჟირება თავიდან ჩვენმა კოლეგამ და ბრწყინვალე მუსიკოსმა ზაზა ხუბუკელაშვილმა გააკეთა. ამერიკელები აღფრთოვანებულები დარჩნენ ჰარმონიითაც, არანჟირებითაც და სიმღერითაც. მერე კი დაიწყეს მუშაობა ამერიკულ ვარიანტზე. ვრცლად

ნიჭიერი ახალი სეზონი