Sunday, July 31, 2011

ევროვიზია



















ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსზე გამარჯვებული სიმღერა გამოვლინდა.

სიმღერა - Shine 6 ერთმანეთისგან განსხვავებული ინგლისურენოვანი სიმღერიდან შეირჩა. 

შიდაშესარჩევი კონცერტი "თბილისი ივენთ ჰოლში" გაიმართა. სიმღერა Shine ქართველმა მაყურებელმა და ჟიურიმ ერთად გამოავლინა. 

სოფო ნიჟარაძის მიერ ექვსი საკონკურსო სიმღერის შესრულების შემდეგ, ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო, რაც 15 წუთს გრძელდებოდა. გულშემატკივარს ზარის განხორციელება მობილური ოპერატორების "მაგთის", "ჯეოსელის", "ბილაინისა" და ქალაქის სატელეფონო ქსელებიდან შეეძლო. 

კონცერტი ცნობილმა რეჟისორმა ლაშა ონიანმა დადგა. საღამოს დავით ქაცარავა უძღვებოდა. 

ევროვიზიის ქართველი მონაწილე სოფო ნიჟარაძე ნორვეგიელი კომპოზიტორების სიმღერას ნორვეგიაში ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, ტელენორის არენაზე 27 მაისს შეასრულებს. 

საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა. 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა. 

გასულ წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი "სტეფანე და 3G" გახდა. მოგვიანებით, ქართულმა მხარემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

No comments:

Post a Comment